vanis municipaliteti  
  

 

 

გzeda vani

სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ტყელვანი). მდებარეობს მდინარე ჭიშურის (რიონის აუზი) ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მეტრი, ვანიდან 2,5 კილომეტრი.

demografia

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 910 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 658 318 340
2014  910 462 448

zeda vanis eklesia

სოფელში დგას XII-XIII საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და სამრეკლო. კარგად გათლილ, ქვით ნაგებ ეკლესიას ჩრდილოეთით და სამხრეთით ნართექსები აქვს, დასავლეთ - ეგვტერი, კარისა და ფანჯრის საპირეები მოჩუქურთმებულია. ეგვტერისა და ნართექსების კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები. პირველი ფენა XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება, მეორე - XVII საუკუნისს უგვიანესი არ უნდა იყოს. ქვის ფილების (ლორფინების) სახურავი ჩამოქცეულია. ქვით ნაგები ექვსწახნაგა სამრეკლო XIX ს. მიეკუთვნება. I სართული გადახურულია შეკრული კამარით, II სართული გახსნილია, III სართული კი თაღებით დაკავშირებული სვეტებისაგან შედგება და კონუსისებრი სახურავი აქვს.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები, მთავარანგელოზის ეკლესიიდან ორ კილომეტრში. „ნაციხვარიდან“ ჩრდილოეთით ნახევარი კილომეტრის დაშორებით, შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები, რომელთაც „კელენჯვარს“ ან სოსელიების ეკლესიას უწოდებენ.




 

 

foto galerea

რეგიონი იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ვანის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°04′06″ ჩ. გ. 42°30′59″ ა. გ.
თემი
ზედა ვანი
პირველი ხსენება
 
ცენტრის სიმაღლე 160 მ
მოსახლეობა 910 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი

 

 

ვანის გერბი ჩოხატაურის დროშა